"გვესმის ეს სირთულეები, არის ამაზე მსჯელობა, როგორც კი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ამის საშუალებას მოგვცემს, ვფიქრობ მაისის ბოლოსკენ, როდესაც პროგნოზულად ის პიკი რაც გვაქვს მაისის მეორე ნახევარში პიკი უნდა შემსუბუქდეს, იმედი მაქვს ეს მომენტი დადგება, შემდეგ უკვე გადავხედავთ გადაწყვეტილებას".
თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ კომენდანტის საათის შესაძლო გაუქმებაზე. ეს შეზღუდვა ქვეყანაში უკვე 6 თვეა მოქმედებს.