ფოთის, სენაკისა და მარტვილის ვიცე მერებიც გადადგნენ

გამოქვეყნდა:

ხაშურისა და გორის მერების მოადგილეების შემდეგ, თანამდებობები ფოთის, მარტვილისა და სენაკის მერების მოადგილეებმაც დატოვეს. ყველა მათგანი ადასტურებს, რომ ე.წ. გახარიას გუნდში მიდიან.

როგორც გადამდგარი ვიცე მერები ამბობენ, ისინი ქალაქების მერებმა დაიბარეს და უთხრეს, რომ განცხადებები დაეწერათ, რადგან ინტერესთა კონფლიქტი იკვეთებოდა. 

დღეს თანამდებობები დატოვეს გორისა და ხაშურის მერების მოადგილეებმა. ამ ფაქტს გახარიას გუნდის წევრი, გიორგი ხოჯევანიშვილი გამოეხმაურა და თქვა, რომ "ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკური ნიშნით, რეპრესიები დაიწყო.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი