ნიკა მელია ენმ-ის ოფისში დაბრუნდა | კონსულტაციები პარტიაში

გამოქვეყნდა:

ნიკა მელია "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ბრუნდება. მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი პოლიტიკურ ბრძოლას აგრძელებს ზუსტად იმ ადგილიდან, საიდანაც ივანიშვილის ბრძანებით 78 დღის წინ სპეცრაზმმა გაიტაცა. გაიხსენა, როგორ გაიყვანეს სამართალდამცველების კორდონით. შემდეგ კი თავის კაბინეტში ავიდა, სადაც თანაგუნდელები ელოდებონდნენ.  

პოლიტიკური ტყვეობის დასრულების შემდეგ, ნიკა მელიამ დღეს თანაპარტიელებთან პირველი შეხვედრა გამართა, კონსულტაციებით მთავარ საკითხებზე -  უნდა შევიდეს თუ არა გაერთიანებული ოპოზიციის 32-დეპუტატიანი შემადგენლობა პარლამენტში და უნდა მოაწეროს თუ არა ხელი "ნაციონალურმა მოძრაობამ" შარლ მიშელის დოკუმენტს.

პარტიაში მოსაზრებები გაყოფილია - შევა თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში, ერთ კვირაში გადაწყდება. სწორედ ერთი კვირა ითხოვა ნიკა მელიამ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

მაგრამ, დღევანდელი ოპოზიციისთვის "ნაციონალური მოძრაობის" შიდა აზრთასხვადასხვაობა მეორეხარისხოვანი პრობლემაა. "ქართული ოცნების" ოპონენტებიდან ყველაზე დიდ ბზარს ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ მისი კოლეგები და უკვე კონკურენტები აჩენენ.

ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე ფაქტობრივად არ უარყოფენ, რომ თბილისის მერობაზე "ქართული ოცნების" კანდიდატის მთვარ კონკურენტს დამატებით წინაღობებს შეუქმნიან. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი