პირველი და ყველაზე მძლავრი შემოტევა მინიმალური დანაკარგით დავძლიეთ – ცერცვაძე

გამოქვეყნდა:

საქართველომ კოვიდ ინფექციასთან ბრძოლის პირველ ეტაპზე წარმატებას მიაღწია. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ისაუბრა.  

ცერცვაძის განმარტებით, ვირუსის ყველაზე მძლავრ შეტევას ქვეყანამ გაუძლო და თუ სერიოზულ შეცდომას აღარ დაუშვებენ, საქართველო მინიმალური დანაკარგით შეძლებს პირველი ეტაპის გამკლავებას.

თუ არ დავუშვით რაღაც ისეთი შეცდომები, როგორიც იყო დაშვებული ბოლნის–მარნეულ–თეთრიწყაროს რეგიონში, მგონია, რომ ჩვენ დავძლიეთ ეს პირველი და ყველაზე მძლავრი შემოტევა კოვიდ ინფექციის მინიმალური დანაკარგით, – ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

თენგიზ ცერცვაძე მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ მთავარი რეკომენდაცია – სოციალური დისტანციის დაცვაა.

საქართველოში დღეის მონაცემებით, ახალი კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 626 შემთხვევა ფიქსირდება.

COVID 19-ის ბოლო მონაცემები:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 626
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული - 297
  • მათ შორის გარდაცვლილი - 10
  • კარანტინის რეჟიმში - 4717
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 452
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3
"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი