"ოცნება" მორიგ რეპრესიებს აანონსებს - რას პასუხობენ პოლიტიკური საქმეების ფიგურანტები

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" მორიგ პოლიტიკურ რეპრესიებს აანონსებს - ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მელიასა და რურუას გათავისუფლება არ ნიშნავს, რომ სხვა პოლიტიკოსების მიმართ საქმის წარმოება შეწყდება ან არ დაიწყება.

"სხვა რეჟიმმა რა უნდა აკეთოს, თუ არა დევნა განსხვავებული აზრისა, დევნა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, ზიზღის კამპანიის აგორება, დაკავება, დაჭერა, მათზე ძალადობისა ვინც საფრთხეს წარმოადგენოს განსაკუთრებულს მათთვის. სხვა მათ რა უნდა აკეთონ, პოლიტიკის ადგილს არ ტოვებენ, ამას გააგრძელებენ მანამ სანამ იქნებიან ხელისუფლებაში და მართვის სადავეები ექნებათ მიტაცებული", - თქვა ნიკა მელიამ. 

განახლდა გიგი უგულავას საქმეც, რომლის პროცესიც 13 მაისს ჩაინიშნა. უგულავა ამბობს, რომ "ოცნებას" მისი, ოქრუაშვილის, რურუას და მელიას გამოშვება მოუწია და ახლა იმუქრებიან ხელახალი დაჭერებით.

"კობახიძე, როგორც ყველაფერში იაფფასიანი მატყუარაა, მან თავადაც იცის, რომ სტრასბურგის სარჩელების განხილვა დიდ ხანი მიდის ხოლმე და ასევე უნდა იცოდეს წესით, რომ სამართლიანობის უღელი ნელა დადის, მაგრამ ადრესატტან აუცილებლად მივა. ჩემი სარჩელები წარმოებაშიც მიღებულია, კომუნიკაციაც დასრულებულია და ადრე თუ გვიან დასრულდება ჩემი გამარჯვებით, უბრალოდ მაგ დროს კობახიძე აღარსად აღარ იქნება", - თქვა უგულავამ. 

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადვოკატ, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, ხელისუფლება ფიქრობს, რომ მისი ძალაუფლება ადამიანების დატყვევებაშია. 

"ქართული ოცნების" წევრის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, პოლიტიკოსობა იმუნიტეტი არაა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი