ისრაელში კვლავ საომარი მდგომარეობაა. რამდენიმე ქალაქში ამ დრომდე სირენების ხმა ისმის - მოსახლეობას ხელისუფლება თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებს. აფეთქების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება, თუმცა, ადგილობრივები "ჰამასის" შეტევას ისევ ელოდებიან.
"ჰამასის" 6 მეთაურის მკვლელობის შემდეგ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრო სარაკეტო ცეცხლს ელოდება. ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ღაზაში ოპერაცია მალე არ დასრულდება.
ახლო აღმოსავლეთში ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა. ისრაელის შეიარაღებულ ძალებსა და პალესტინელ სამხედროებს შორის ორმხრივი ცეცხლი მეორე დღეა არ წყდება.
ისლამისტურმა დაჯგუფებამ, "ჰამასმა" ისრაელის ქალაქ თელ-ავივისკენ 130 რაკეტა გაუშვა, არის მსხვერპლიც. პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქალაქ ლოდში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
პროცესების ესკალაცია 10 მაისს მას შემდეგ დაიწყო, რაც ღაზას სექტორიდან იერუსალიმის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, საპასუხოდ კი ისრაელმა ღაზას სექტორში "ჰამასის" ობიექტებზე იერიში მიიტანა.
იხილეთ ასევე:
საომარი ვითარება ისრაელში | რას ყვებიან იქ მცხოვრები ქართველები