ახლო აღმოსავლეთი ახალი, სახიფათო ომის ზღვარზეა. საფრთხე უკიდურეს ნიშნულამდეა გაზრდილი. მასშტაბური საჰაერო იერიშის შემდეგ, ისრაელმა თავდაცვის ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა და ჰამასს საბოლოო განადგურებით დაემუქრა. თუმცა, გაფრთხილების მიუხედავად, საჰაერო იერიში არ წყდება და ქალაქები ამ დრომდე ინტენსიურად იბომბება.
იბომბება ის ქალაქები, სადაც კომპაქტურად ჩასახელბული ქართველი ებრაელები და საქართველოდან ჩასული ჩვენი თანამოქალაქეები ცხოვრობენ.
ისრაელსა და პალესტინას შორის ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც პოლიციამ იერუსალიმში არაბის მოსახლეობის წინააღმდეგ ძალა გამოიყენა.
შეტევებს სულ მცირე 5 ადამიანი ემსხვერპლა, 150-მდე კი დაიჭრა. პალესტინურ მხარეს ზარალი უფრო დიდია. ისრაელის სარაკეტო იერიშებს და წერტილოვან დარტყმებს 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არიან მშვიდობიანი მოქალაქეები და ბავშვები.
იხილეთ ასევე: