ისრაელში თავდასხმა განახლდა | დაშავებულია საქართველოს მოქალაქე

გამოქვეყნდა:

ისრაელში თავდასხმა განახლდა. ცნობილი ხდება, რომ შემთხვევის შედეგად არაერთი პირი დაშავდა, მათ შორის ერთი კი საქართველოს მოქალაქეა. ინფორმაციას საქართველოს ელჩი მედიასთან ადასტურებს. 

ისრაელის თავადაცვის ძალაებმა კი საჰაერო იერიშები მიიტანეს ჰამასის იმ პოზიციებზე, საიდანაც ცოტა ხნის წინ კიდევ რამდენიმე ათეული რაკეტა გასროლეს. 

ისლამისტურმა დაჯგუფებამ, "ჰამასმა" ისრაელის ქალაქ თელ-ავივისკენ 130 რაკეტა გაუშვა, არის მსხვერპლიც. პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქალაქ ლოდში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

პროცესების ესკალაცია 10 მაისს მას შემდეგ დაიწყო, რაც ღაზას სექტორიდან იერუსალიმის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, საპასუხოდ კი ისრაელმა ღაზას სექტორში "ჰამასის" ობიექტებზე იერიში მიიტანა. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი