ისრაელი ომის ზღვარზე | რას ყვებიან იქ მცხოვრები ქართველები

გამოქვეყნდა:

ისრაელი ომის ზღვარზეა. რამდენიმე ქალაში ამ წუთებშიც ისმის დაბომბვის ხმა. ცნობილი ხდება, რომ "ჰამასმა" ისრაელის მიმართულებით 130 რაკეტა გაუშვა. არის მსხვერპლიც. 

ისრაელში მცხოვრები ქართველები "მთავარ არხთან" ყვებიან, რომ თავშესაფარში გადასასვლელად ემზადებიან. ნინო ქურიციკიძისთვის საომარი მოქმედებები ორმაგად სანერვიულო აღოჩნდა. ისრაელის ჯარში მისი 18 წლის შვილი ავთანდილ ნემსაძე მსახურობს.

ჰამასის მორიგ იერიშს უაფრთხოდ რომ შეხვედროდნენ, გამაფრთხილებელ სიგნალს ელოდებოდნენ საქართველოს სხვა მოქალაქეებიც.

გუშინდელი ღამე მძიმე აღმოჩნდა მთელი ისრაელისთვის. განსაკუთრებით დაიძაბა რამდენიმე ქალაქში სდაც სარაკეტო იერიშის პარალელურად ადგილობრივებიც დაუპირსირდნენ ერთმანეთს. ქალაქ ლოდში ვითარების განმუხტვა პოლიციამ ვეღარ შეძლო და ადგილზე ჯარი გამოიძახეს.

სარაკეტო იერიშებს დროს ქალაქ ხოლონში საქართველოს ერთი მოქალაქე დაშავდა. იგი იმ ავტობუსში იჯდა, რომელსაც პალესტინის მხრიდან ნასროლი რაკეტა დაეცა. 40 წლადე ქალი შუშის ნამსხვრებით ხელში დაიჭრა, თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

იხილეთ ასევე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი