რა ხდება ისრაელში | საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

გამოქვეყნდა:

ისრაელის ქალაქ ბათიამში ერთმანეთს ადგილობრივები დაუპირისპირდნენ. კონფლიქტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც მათმა ნაწილმა ადგილობრივი მაღაზიებისა და კაფეების ვიტრინების ჩალეწვა და დაწვა დაიწყო, ამის გამო კი, მათ ქალაქში მცხოვრებლები შეეპასუხნენ.

ამ მოვლენების პარალელურად, საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს საქართველოს საელჩო ისრაელში.

ქალაქები ლოდი, ბათ იამი, აკო და ხაიფა რჩებიან ქუჩებში არეულობის და დაპირისპირების ეპიცენტრებად. მოერიდეთ გარეთ გასვლას. შეგახსენებთ, რომ საჰაერო თავდასხმის ობიექტებად რჩება ქვეყნის სამხრეთიც და ცენტრიც. მშვიდობიან ღამეს ვუსურვებთ ისრაელს. მშვიდობიანი ღამე გქონდეთ!, - წერს საელჩო.

მანამდე კი, ისრაელის ცენტრალურ ქალაქებში ცოტა ხნის წინ კვლავ ისმოდა სირენების ხმა - ეს ნიშნავს იმას, რომ თავდასხმის საფრთხე რეალურია და მოსახლეობა თავშესაფრებში უნდა გადავიდეს. 

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მორიგი თავდასხმა მოხდა ქალაქ ნაბლუსის მიმდებარედ. შემთხვევის შედეგად ორი პირი დაშავდა. ინფორმაცია ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა და აღნიშნა ისიც, რომ თავდამსხმელი უკვე განეიტრალებულია. 

დღეს საღამოს, პალესტინურმა დაჯგუფება "ჰამასმა" ისრაელის მიმართულებით 130 რაკეტა გაუშვა. არის მსხვერპლიც. 

პროცესების ესკალაცია 10 მაისს მას შემდეგ დაიწყო, რაც ღაზას სექტორიდან იერუსალიმის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, საპასუხოდ კი ისრაელმა ღაზას სექტორში "ჰამასის" ობიექტებზე იერიში მიიტანა. 

იხილეთ ასევე:

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი