"დღეს მოვიდა ჩემი ჯერი" | ჯანმო-ს ხელმძღვანელი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

გამოქვეყნდა:

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადანომ გებრეისუსი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. ინფორმაცია მან Twitter-ზე გაავრცელა. 

დღეს მოვიდა ჩემი ჯერი, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ავცრილიყავი. ვაქცინა გადაარჩენს სიცოცხლეს. მნიშვნელოვანია, ვაქცინა ძალიან სწრაფად მოხვდეს ყველა ქვეყანაში. თუ ჩემსავით ცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ვაქცინა ხელმისაწვდომია, გთხოვთ აიცრათ, როცა თქვენი ჯერი მოვა, - წერს ჯანმო-ს ხელმძღვანელი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი