
ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა. მან დაგმო რადიკალური ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" მიერ განხორციელებული სარაკეტო შეტევები, მათ შორის იერუსალიმსა და თელ-ავივზე. ბაიდენმა გამოხატა ურყევი მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხობისა და მისი უფლებისადმი დაიცვას საკუთარი თავი და მოსახლეობა.
მხარს ვუჭერთ ისრაელის "თავდაცვის უფლებას, როდესაც თქვენს ტერიტორიაზე ათასობით რაკეტა დაფრინას" - თქვა მან.
ბაიდენმა იმედი გამოთქვა, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა აღდგება, მისი თქმით, იერუსალიმი რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან განსხვავებული რწმენის ადამიანებისთვის ამხელა მნიშვნელობისაა "მშვიდობის ადგილი" უნდა იყოს.
თეთრი სახლის მიხედვით, ორივე მხარე შეთანხმდა, რომ შეინარჩუენებენ მჭიდრო კონსულტაციებს თავიანთ გუნდებს შორის.
თეთრმა სახლმა დაამატა, რომ სატელეფონო ზარის დროს ბაიდენმა ნეთანიაჰუს გააცნო შეერთებული შტატების დიპლომატიური ურთიერთობა პალესტინის ოფიციალურ პირებთან და ახლო აღმოსავლეთის სხვა ერებთან.