Daily Mail-ის სკანდალური გამოძიება - ბრიტანული გამოცემა ამტკიცებს რომ საქართველოში კრემლის უსაფრთხოების სამსახურებთან დაკავშირებული ჰაკერული ჯგუფი მოქმედებს.
საგამოძიებო სტატიის თანახმად, ჰაკერებმა დიდი ბრიტანეთის ლაბორატორიიდან სადაც კოვიდ-19-ზე სამეცნიერო კვლევები მიმდინარეობდა, სამედიცინო კვლევების შესახებ ინფორმაციები მოიპარეს. ჰაკერები ახლა ამ მონაცემების დაბრუნების სანაცვლოდ 2 მილიონ ფუნტს ითხოვენ.
აღსანიშნავია, რომ მოპარულია ინფორმაციებს შორისაა პირადი სახის მონაცემებიც.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ იმ პირობებში, როდესაც საქართველოს უსაფრთხოების სამსახური მხოლოდ ოპონენტების დევნითაა დაკავებული და ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით არაფერს აკეთებს, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ხელისუფლებას ჰიბრიდულ ომში ეხმარება:
ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც რუსეთის ინტერესებს ატარებენ და ეს ნიშნავს, რომ საქართველო გამოიყენება საქართველოს ხელისუფლების ხელშეწყობით პლატფორმა ჰაკერებისთვის - ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე.