ქუთაისის მერის მოადგილის ბიზნესპარტნიორის კომპანიამ 294 545 ლარის ტენდერი მოიგო

გამოქვეყნდა:

ქუთაისის მერის მოადგილის, იუზა უგულავას ბიზნესპარტნიორის კომპანია ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტენდერებს იგებს. აღსანიშნავია, რომ თავად იუზა უგულავა 2019 წლიდან ხელმძღვანელობს სატენდერო კომისიას.  ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ავრცელებს. 

კომპანია "ილიკო-1"-მა 2019-2021 წლებში ქუთაისის მერიის მიერ აუქციონის გარეშე გამოცხადებულ 5 ელექტრონულ ტენდერში გაიმარჯვა. ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ 29 4545 ლარი შეადგინა.

  • 2019 წელს კომპანიამ 114 220 ლარის ტენდერი მოიგო,
  • 2020 წელს - 16 000 ლარის,
  • 2021 წლის 5 მარტს კი კომპანიასთან ხელშეკრულება 164 325 ლარზე გაფორმდა.

ხუთი ტენდერიდან ოთხ შემთხვევაში შპს "ლიკო-1"-ს კონკურენტი არ ჰყოლია. კომპანიას ქუთაისის სკვერებისთვის ძელსკამები უნდა დაემზადებინა და დაემონტაჟებინა.

ორგანიზაციის შეფასებით, ტენდერებში შპს "ლიკო-1"-ის გამარჯვება და ზემოთ მოყვანილი გარემოებები წარმოშობს ეჭვს პროცესის გამჭვირვალობასთან და შემსყიდველი ორგანიზაციების მიუკერძოებელ მიდგომასთან დაკავშირებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი