"მელია უკანონო დევნის მსხვერპლია" - დღევანდელი სასამართლო პროცესი დასრულდა

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას მორგი სასამართლო პროცესი უკვე დასრულდა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატებმა განაცხადეს, დღევანდელ პროცესზე წარადგინეს შუამდგომლობად კონკრეტული ფაქტები, როდესაც "ქართული ოცნების" ლიდერები ნიკა მელიას მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევდნენ. სასამართლომ ადვოკატების შუამდგომლობა არ გაითვალისწინა.

"ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა, რომ სასამართლოს მოეხდინა რეაგირება ამ ფაქტებზე, რამდენიმე მაგალითი საილუსტრაციოდ სხდომის დარბაზში გავაჟღერეთ, მათ შორის იყო ირაკლი კობახიძის განცხადებები, რომელიც მელიას მოიხსენიებს კრიმინალად და საუბრობს თითქოსდა მის მიერ ჩადენილ დანაშაულზე. სამწუხაროდ ამის პასუხად მივიღეთ ის, რომ შუამდგომლობა იყო დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო", - ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი.

დღევანდელ სხდომაზე ნიკა მელიას ადვოკატებმა შესავალი სიტყვა მოკლედ წარმოთქვეს, როგორც გიორგი კონდახიშვილი განმარტავს, მათ "საჭიროდ არ მიიჩნიეს, რომ ამ იმიტირებულ პროცესზე დამატებით ესაუბრათ". 

პროკურორი ამირან გულიაშვილი კი ამბობს, რომ შუამდგომლობები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსთან შესაბამისობაში არ არის.

"ასეთი ტიპის შუამდგომლობა არ არის შესაბამისობაში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსთან, რის გამოც ეს შუამდგომლობა იყო უარყოფილი. ის რაზედაც ადვოკატებმა ისაუბრეს სცდება სისხლის სამართლის საქმის ფარგლებს. თუ მათ მიაჩნიათ, რმ მოხდა ბრალდებულის უფლებების დარღვევა, არსებობს შესაბამისი სამართლებრივი გზები, რომლებიც ჩვენზე კარგად მოეხსენებათ", - თქვა ამირან გულუაშვილმა.

შემდეგ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვა იგეგმება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი