ღაზას სექტორი ისრაელის ქალაქებს უტევს - ნასროლია 100 რაკეტა

გამოქვეყნდა:

თელ-ავივსა და ისრაელის სხვა ცენტრალურ ქალაქებში სირენების ხმა ისმის - ღაზადან ისრაელის მიმართულებით, თელ-ავივს, აშკელონსა და ბერშევაში სარაკეტო შეტევები დაიწყო. THE Times OF ISRAEL-ის ინფორმაციით, ისრაელის მიმართულებით 100 რაკეტა ისროლეს.

ისრაელის სამხედრო ძალების თანახმად, ორშაბათის შემდეგ ღაზადან მათი მიმართულებით ჯამში 1 369 რაკეტა გაუშვეს. საერთო ჯამში, 1 031 ისრაელში დაეშვა, მათ შორის 264 დასახლებულ მხარეში.

ისრაელმა ღაზას საზღვარზე დამატებითი ძალები გაგზავნა. BBC-ის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 83-მდე გაიზარდა, მათ შორის 17 ბავშვია, 480-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა. რაც შეეხება ისრაელს, ისრაელში დაპირისპირებას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვია.

რა ხდება ახლო აღმოსავლეთში:

დაპირისპირებაა აღმოსავლეთ ისრელში მცხოვრებ არაბებსა და ებრაელებს შორისაც, რომლებიც ქუჩაში გამოვიდნენ და დარბევა დაიწყეს. ისრაელის პოლიციამ განაცხადა, რომ 374-ზე მეტი ადამიანი დააკავეს და 36 ოფიცერი დაშავდა. პრემიერმა ოთხშაბათს, გვიან ღამით განაცხადა, რომ ადგილზე სამხედრო ძალების გაგზავნას აპირებს, მან ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს "ანარქია" უწოდა. გუშინ პრემიერმინისტრმა ქალაქ ლოდში კომენდანტის საათი გამოაცხადა. ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი