20 მაისს ბლინკენი ლავროვს შეხვდება

გამოქვეყნდა:

ამერიკის ხმის ინფორმაციით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს 20 მაისს შეხვდება.

შეხვედრა რეიკიავიკში, არქტიკის სამიტზე შედგება და ეს ინფორმაციას სახელწიფო დეპარტამენტმა უკვე დაადასტურა.

ჯერჯერობით უცნობია, განიხილავენ თუ არა ისინი პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და პუტინს შორის შეხვედრის დეტალებს.

ბაიდენმა პუტინს მესამე ქვეყანაში შეხვედრა შესთავაზა, თუმცა ამ დრომდე უცნობია როდის ან სად გაიმართება ის.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი