ენტონი ფაუჩი ორ კვირიან იზოლაციაში მიდის

გამოქვეყნდა:

ენტონი ფაუჩი ორ კვირიან იზოლაციაში გადადის. ინფორმაციას ამის შესახებ თავად აშშ-ს მთავარი ინფექციონისტი ადასტურებს.

ამის მიზეზი კი თეთრი სახლის ერთ ერთ ინფიცირებულ თანამშრომელთან სამუშაო შეხვედრა გახდა. ინფიცირებულ პირთან კონტაქტის გამო მომდევნო 2 კვირას იზოლაციაში გაატარებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, რობერტ რედფილდი და საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის კომისარი სტივენ ჰანი.

ამ დროისათვის აშშ-ში კორონავირუსის მილიონ 350 ათასამდე შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაცვლილია 80 ათასამდე ადამიანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი