მეუფე ანტონი "მთავარი არხის" ჟურნალისტს თავს 1 კვირის წინ დაესხა - შსს ამ დრომდე დუმს

გამოქვეყნდა:

ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც "მთავარი არხის" ჟურნალისტ, ირაკლი ვაჩიბერაძეს ვანი-ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ მუქარით აუკრძალა ეპარქიის ტერიტორიაზე გადაადგილება, ბოლოს კი ფიზიკურად დაუპირისპირდა.

შეგახსენებთ, რომ გაბრაზებულმა მეუფე ანტონმა ჟურნალისტს ჯერ მიკროფონზე ლოგო მოუძრო, შემდეგ კი უთხრა:

"გადაშენდით აქედან, აჩვენეთ ახლა ხო, ასე მოგვექცა, თქვე ჭინკები ხართ. ვამპირები არიან, ენერგო ვამპირები, როდის დაისვენებენ იცი, რომ გამოიყვანენ ხალს მდგომარეობიდან. ხომ მიაღწიეთ?! წადი, მე გეუბნები ჩემ ეპარქიაში არ დაგინახო მოსული, არ მომწონხარ, ჩემთან არ დაგინახო"

ამ სიტყვების შემდეგ, მიტროპოლიტი ირაკლი ვაჩიბერაძეს ყელში სწვდა და დაამატა, რომ ჟურნალისტები "თავგასულები" არიან.

mtavari.tv დაინტერესდა, რა გააკეთა ამ დროის განმავლობაში საგამოძიებო უწყებამ - როგორც აღმოჩნდა, არაფერი. შსს-ში ჯერ კიდევ დილით გვითხრეს რომ გაარკვევდნენ, თუმცა უწყებიდან ამ დრომდე არ მიგვიღია პასუხი, დაიწყო თუ არა გამოძიება, გამოიკითხა თუ არა მეუფე ანტონი ან სხვა პირები.

შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა სასულიერი პირები ჟურნალისტების მიმართ აგრესიით გამოირჩევიან და მათ შეურაცხყოფას აყენებენ. კრიტიკულად განწყობილი მედიის ლანძღვა და ბრალდებები ისმის მათ ქადაგეგებშიც.

მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ დავით გარეჯში, როდესაც "შაბათის მთავარის" რეპორტაჟის მოსამზადებლად, ჟურნალისტები იქ ივერ მელაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ.

შსს-მ ამ ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი