პარლამენტში არ მინდოდა, ჩემ თავს აღმასრულებელ ხელისუფლებაში ვხედავდი - კახიშვილი

გამოქვეყნდა:

კახა კახიშვილი "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია და ამბობს, რომ მას პარლამენტში შესვლის სურვილი არ ჰქონდა და საკუთარ თავს მთავრობაში ხედავდა, თუმცა გადაწყვეტილებას დაემორჩილა.

კახიშვილი "ოცნების" დატოვებას არ გამორიცხავს, თუმცა არა ამ ეტაპზე:

"სურვილი ოდესმე პარლამენტარობის არ მქონია საერთოდ არ მიფიქრია მაზე. უფრო ვხედავდი ჩემს თავს აღმასრულებელ ხელისუფლებაში. რადგან გუნდმა ჩათვალა, რომ უნდა ვყოფილიყავი იმ სამაჟორიტარო ოლქში. ყველაფერი ხომ არ კეთდება გუნდში, როგორც შენ გინდა?!.. არ მინდოდა, მაგრამ გუნდის გადაწყვეტილებას დავემორჩილე, ვარ პარლამენტში და ვმოღვაწეობ პარლამენტში. ხვალ, ზეგ რა იქნება ვერ გიპასუხებთ. იმიტომ, რომ ნამდვილად ვერაფერს გამოვრიცხავ",-ამბობს ისნის მაჟორიტარი

კახა კახიშვილმა ქართული ოცნების შესაძლო დატოვების შესახებ განცხადება გუშინ თავად გააკეთა და მიზეზებიც ახსნა. თანაპარტიელს დღეს პარტიის თავმჯოდმრემ უპასუხა და თქვა, რომ კახიშვილს 2 სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეობა შესთავაზეს, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო მან უარი თქვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი