მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, შესაძლოა, კორონავირუსის პანდემიის მეორე წელი გაცილებით მომაკვდინებელი აღმოჩნდეს, ვიდრე პირველი.
COVID 19-მა უკვე 3.3 მილიონზე მეტი ადამიანი შეიწირა და ახლა, როცა პანდემიის მეორე წელში ვიმყოფებით, შესაძლოა ის გაცილებით მომაკვდინებელი იყოს, ვიდრე პირველი წელი, - ამბობს ტედროს ადანომ გებრეისუსი.
მისივე თქმით, ამ სიტუაციიდან გამოსავალი შეიძლება შემაკავებელის ზომებისა და ვაქცინაციის კამპანიის კომბინაცია იყოს.