საქართველოს ხელისუფლება მართლმსაჯულებას პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის იყენებს. 
ადამიანის უფლებათა ცენტრმა თბილისის ყოფილი მერის, ოპოზიციის  ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების შესახებ ანალიტიკური დოკუმენტი მოამზადა. 

ორგანიზაციის  შეფასებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ, საკასაციო საჩივრის განხილვის ექვს თვიანი ვადის დარღვევის შემდეგ, უგულავას წინააღმდეგ საქმის უსწრაფესად დაწყება ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ პოლიტიკური მოტივები არსებობს.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ როცა ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაცია, როგორიც ადამიანის უფლებათა ცენტრია, ასეთ დასკვნას აქვეყნებს ნიშნავს, რომ პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებაზე კითხვები მართლაც არსებობს.

ამ განცხადებით დგინდება, რომ დიახ, საქართველოში დღეს არსებობს პოლიტპატიმარი, კონკრეტულად გიგი უგულავას სახით, - ამბობს სალომე სამადაშვილი 

მე მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მოჰყვა ივანიშვილის ღია განცხადებას, რომ ბევრს მოხდილი ჰქონდა და ბევრსაც მოუწევდა ხანგრძლივი სასჯელის მოხდა,- ამბობს ოთო კახიძე  

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან და ხელისუფლება სასამართლოს საქმიანობაში ვერ ჩაერევა.

ფაქტიურად ამ მოთხოვნის შინაარსი თავად განაპირობებს უტოპიურობას - ამბობს გია ვოლსკი.

ექსპერტების მოსაზრებით კი ეს განცხადება ნიშნავს, რომ საყოველთაო პანდემიის მიუხედავად საქართველოში დემოკრატიის პრობლემები დასავლეთისთვის აქტუალურია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი