"პიჯაკების საქმე" | "დანაშაული", რომელზეც ჯანაშიას ედავებიან, "ოცნების" მაღალჩინოსნებისთვის საპატიოა

გამოქვეყნდა:

ვაცლავ ჰაველის დაკრძალვაზე მიტანილი თაიგულის ხარჯები, ლეხ და მარია კაჩინსკების საფლავზე მიტანილი გვირგვინის თანხა, 2010 წელს ესტონეთში, პრეზიდენტის ვიზიტის წარმომადგენლობითი ხარჯები, ტალინის სავაჭრო ცენტრში შეძენილი ღვინის და ოპერის ბილეთები - ეს ჩამონათვალია ბრალის, რომელიც გენერალ თემურ ჯანაშიას სისხლის სამართლებრივ საქმეში დევს. გამოძიება 2014 წელს დაიწყო. 

მას შემდეგ, რაც ოლიგარქ ივანიშვილის ხელისუფლებამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და გაფლანგვის მუხლით საქმე აღძრა. ბრალიც და ამბავიც იმდენად სკანდალური იყო, რომ უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა ვიქტორ იუშენკომ გოგირდის აბანოს თანხის დაფარვა თავად გადაწყვიტა. ე.წ. პიჯაკების საქმეც, ამ ბრალდების ნაწილია. თემურ ჯანაშიას წინააღმდეგ ბრალის ფორმულირება ასეთია: წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვა. პრეზიდენტ სააკაშვილისთვის რამდენიმე პიჯაკის შეძენაც, რომლებშიც ის საერთაშორისო ვიზიტებსა და კონფერენციებზე იყო წარმოდგენილი, ამ ბრალის ერთ-ერთი პუნქტია.

ბიძინა ივანიშვილის გაპრემიერების შემდეგ, შეიცვალა კანონმდებლობა - სახელმწიფო სპეციალური სამსახური დაექვემდებარა როგორც პრეზიდენტის, ასევე პრემიერის განკარგულებებს. საქმეში დევს პრემიერ ივანიშვილის განკარგულება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო სპეციალური დაცვის სამსახურს კვლავ უნდა გაეგრძელებინა იმ ფუნქციების შესრულება, რის გამოც დღეს თემურ ჯანაშიას ბრალი აქვს წარდგენილი.

თემურ ჯანაშიას შემდეგ, სახელმწიფო სპეციალური დაცვის სამსახურს ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის ყოფილი უფროსი, ანზორ ჩუბინიძე ჩაუდგა სათავეში. ჯანაშიას ადვოკატებს ხელთ აქვთ 2013 წლის 26 თებერვლით დათარიღებული პატაკი, რომელშიც პრეზიდენტის დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსი ფარული ხარჯებისთვის 5000 ლარის ჩარიცხავს ითხოვს, რაც დაკმაყოფილდა კიდეც.

 

ნენე დალაქიშვილის სიუჟეტი - "პიჯაკების საქმე"

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი