საომარ მოქმედებებს ღაზას სექტორში 47 ბავშვი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

საომარი ვითარება ისრაელსა და პალესტინას შორის - Reurers-ის ინფორმაციით, კონფლიქტის დროს, ღაზას სექტორში სულ 174 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 47 ბავშვი. ისრაელში კი დაპირისპირებას 10 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვი.

დღეს დილით კი ისრაელმა ღაზას სექტორში "ჰამასის" ლიდერის სახლი დაბომბა. შემთხვევის შედეგად სულ მცირე, 4 პალესტინელი დაიღუპა. ვრცელდება ინფორმაცია ათობით დაშავებულის შესახებაც.

პარალელურად კი, "ჰამასმა" თელ-ავივის მიმართულებით რაკეტები გაუშვა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ავიაიერიშის დროს ათამდე ადამიანი იმ დროს დაშავდა, როცა ისინი თავშესაფარში გადასვლას ცდილობდნენ.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი