ადვოკატი საქმის მასალების გასაცნობად დიდუბის პოლიციაში მივიდა | ასელ აიპტაევას საქმე

გამოქვეყნდა:

საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი 26 წლის ყაზახი ქალის, ასელ აიტპაევას ოჯახის ადვოკატი ნინო ანდრიაშვილი დიდუბის პოლიციის სამმართველოში საქმის მასალების გასაცნობად მივიდა. უფლებადამცველი  გარდაცვალების ახალ დეტალებზე საუბრობს. რაც შეეხება სავარაუდო ტრეფიკინგს, ადვოკატის თქმით, ოჯახი ქართული მხარისგან საქმეში ამ მუხლის ჩამატებასა და მურად მეირბეკოვის საქართველოში გასამართლებას ითხოვს. 

ოჯახის პოზიცია და ჩვენი იყო, რომ ეს ადამიანი უნდა დასჯილიყო და პასუხისგებაში ყოფილიყო მიცემული ეს მოლოდინი გვქონდა საქართველოს მხარიდან, თუმცა ყაზახურმა მხარემ დაასწრო.. შესაძლებელია საქმეების გაერთიანება, მითუმეტეს, თუ დანაშაული საქართველოშია მომხდარი, - ამბობს ადვოკატი.

ასელ აიტპაევას საქმე

ოფიციალური ვერსიით, 26 წლის ყაზახმა გოგონამ ასელ აიტპაევამ 5 მაისს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შსს-მ 6 მაისს დააკავა ბრალდებული, 57 წლის ბესიკ თოდუა, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, ის გააუპატიურა. პროკურატურამ კი დაკავებულს ბრალი 7 მაისს წარუდგინა. ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

14 მაისს პროკურატურამ ბრალი კიდევ ერთ პირს, ასელ აიტპაევას ნათესავს, მურად მეირბეკოვსაც წარუდგინა. საგამოძიებო უწყების ცნობით, მეირბეკოვმა, რომელმაც ასელ აიტპაევა საქართველოში სამუშაოდ ჩამოიყვანა, გოგონაზე რუსთავში 2-ჯერ იძალადა. უწყება მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს, 2-ჯერ გაუპატიურებას ედავება. დანაშაული 6-დან 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სასამართლომ მეირბეკოვს აღკვეთის ღონიძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. პროცედურულად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 15 დღე აქვს იმისთვის, რომ ყაზახეთის მთავრობას მეირბეკოვის ექსტრადირების მოთხოვნით მიმართოს.

ასელ აიტპაევას ოჯახი კი დარწმუნებულია, რომ მურად მეირბეკოვმა, გოგონა საქართველოში მოტყუებით ჩამოიყვანა, იძალადა, გაყიდა, შემდეგ კი მოკლა. 26 წლის ყაზახი ქალი ოჯახის წევრები მოითხოვენ, რომ საქმეს კიდევ ერთი, ტრეფიკინგის მუხლიც დაემატოს.

    მთავარი 21:00
    უყურეთ ბოლო გამოშვებას

    იხილეთ ჩვენს ეთერში

    დღის მთავარი