ბევრი ჩივილი გვესმის, რომ კომენდანტი შემაწუხებელია, ამაზე ვიმსჯელებთ - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრის, ირაკი ღარიბაშვილის განცხადებით, დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების საკითხს განიხილავენ. ამ თემაზე კომენტარი მნად მთავრობის სხდომაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ კომენდატის საათსაც გადახედავენ.

"სამინისტრო, სისტემა, ეფექტიანად მართავს მდომარეობას, თუმცა კიდევ ერთხელ გადავხედავთ, მოგეხსენებათ, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად ტურისტების ნაკადიც იზრდება ქვეყანაში, ეს მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ ადეკვატურად ვუპასუხოთ ტურისტების შემოდინებას საქართველოში. 

ბევრი ჩივილი გვესმის, რომ კომენდატის საათი არის შემაწუხებელი, ჩვენ ამის თაობაზე ვიმსჯელებთ, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს, იმის მიხედვით, თუ როგორი რეკომენდაციები იქნება ჯანდაცვის სამინისტროდან", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით მოქალაქეებმა პეტიცია შექმნეს. მას დღევანდელი მონაცამებით, უკვე 31 ათასზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი