ისევ დაძაბული ვითარებაა დმანისში - ამ წუთებში დაპირისპირებულმა მხარეებმა დმანისის ცენტრში გადაინაცვლეს. სამართალდამცველების და სპეცდანიშნულების რაზმების მობილიზება ახლა დაპირისპირების ახალ კერასთან მიმდინარეობს.
დღეს დილიდან განახლდა დაპირისპირებაა დმანისში ადგილობრივ აზერბაიჯანულ თემსა და ე.წ. ეკომიგრანტთა თემს შორის. ადგილზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილობრივი ეთნიკური აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლებმა აქციის გამართვა დააპირეს. ისინი გუშინდელი ინციდენტის გამოძიებას და მასში მონაწილეების დასჯას ითხოვდნენ.
ორივე მხარეს მოქალაქეები ქვებით და ხელკეტებით არიან შეარაღებულნი. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორისაა სამართალდამცავიც.
შეგახსენებთ, რომ 16 მაისს დმანისში, 9 აპრილის ქუჩაზე, ადგილობრივ აზერბაიჯანულ თემსა და სვანეთიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა. ახალგაზრდები ერთმანეთს ჯოხებითა და ბიტებით დაუპირისპირდნენ, დაზიანდა ახლომდებარე მაღაზიებიც.
ამავე თემაზე: