დმანისში ადგილობრივებმა პოლიციასთან გადაინაცვლეს - ისინი დაკავებულების გამოშვებას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

დმანისში ვითარება ისევ დაძაბულია - აქციის მონაწილეების ნაწილმა დმანისის ცენტრში პოლიციის შენობასთან გადაინაცვლა. ადგილობრივები დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. უცნობია, რამდენი ადამიანი დააკავა პოლიციამ დღევანდელი აქციიდან. 

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავებიც.

დღეს დილიდან განახლდა დაპირისპირებაა დმანისში ადგილობრივ აზერბაიჯანულ თემსა და ე.წ. ეკომიგრანტთა თემს შორის. ადგილზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილობრივი ეთნიკური აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლებმა აქციის გამართვა დააპირეს. ისინი გუშინდელი ინციდენტის გამოძიებას და მასში მონაწილეების დასჯას ითხოვდნენ.

ორივე მხარეს მოქალაქეები ქვებით და ხელკეტებით არიან შეარაღებულნი. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორისაა სამართალდამცავიც.

შეგახსენებთ, რომ 16 მაისს დმანისში, 9 აპრილის ქუჩაზე, ადგილობრივ აზერბაიჯანულ თემსა და სვანეთიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა. ახალგაზრდები ერთმანეთს ჯოხებითა და ბიტებით დაუპირისპირდნენ, დაზიანდა ახლომდებარე მაღაზიებიც.

ამავე თემაზე: 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი