"დღეს მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ მიწოდება შედარებით ჩამორჩება მოთხოვნას. ამ შემთხვევაში ის, რომ აცრილ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს გარკვეულწილად მეტი თავისუფლება აუცრელთან შედარებით, ეს საკითხი ბევრმა ქვეყანამ გამოიყენა და შესაძლებელია ჩვენთანაც ამ მოდელებზე ვიფიქროთ, თუმცა, ჯერჯერობით მაინც ვფიქრობთ, რომ აცრილების გარკვეული რაოდენობა უნდა შეგროვდეს ქვეყანაში, რომ ვისაუბროთ მსგავს ხელშემწყობ, ბენეფიტებზე აცრილი პირებისთვის, რადგან ამას არ ჰქონდეს დისკრიმინაციული ხასიათი.
მნიშვნელოვანია, რომ ბენეფიტი არ იყოს დისკრიმინაციული ხასიათის. ვიდრე მოთხოვნა არ იქნება სრულად დაკმაყოფილებული, ანუ ვიდრე ვაქცინების რაოდენობა არ იქნება ქვეყანაში იმდენი, რომ ყველა მსურველს ჰქონდეს მისი სწრაფად და დროულად მისი მიღების შესაძლებლობა. ვიდრე არ დაიწყება მასიური ვაქცინაციის კამპანია, მანამდე ამ ტიპის ბენეფიტების დაწესებას შესაძლოა გარკვეულწილად ჰქონდეს დისკრიმინაციული ხასიათი".
თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.