
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე დმანისში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ინციდენტის ისე შეფუთვა, როგორც ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირება, მიუღებელია.
როგორც თალაკვაძე ამბობს, ყველა, ვინც ადგილზე იძალადა პასუხისგებაში კანონის შესაბამისად უნდა მიეცეს.
"ამ ინციდენტის შეფუთვა და მისი გატანა ჩვენი მოქალაქეებისთვის, როგორც ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირება არის მიუღებელი. ეს არის დამაზიანებელი ჩვენი საზოგადოებისთვის და რა თქმა უნდა, ეს ოპონენტების მხრიდან საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.
საკანონმდებლო ორგანოს სრული მხარდაჭერა, რათა აღსრულდეს კანონი და ის ვინც დაარღვია კანონი, ვინც იძალადა, რა საკვირველია, კანონის შესაბამისად უნდა იყოს მიცემული პასუხისგებაში",-თქვა თალაკვაძემ.
დმანისში ცოტა ხნის წინ ჩავიდნენ შს მინისტრი და სუს-ის უფროსი.
დღეს, 17 მაისს დმანისში დილიდან განახლდა დაპირისპირება ადგილობრივ აზერბაიჯანულ თემსა და ე.წ. ეკომიგრანტთა თემს შორის.
ამავე თემაზე: