ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინფორმაციით, აშშ მომდევნო 6 კვირაში მსოფლიოში ვაქცინის 80 მილიონ დოზას გაგზავნის. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.
"ამერიკა არასდროს იქნება ბოლომდე უსაფრთხოდ, სანამ პანდემია გლობალური მასშტაბით მძვინვარებს. სწორედ ამიტომ, დღეს ვაცხადებ, რომ მომდევნო 6 კვირის განმავლობაში მსოფლიოში ვაქცინის 80 მილიონ დოზას გავგზავნით. ეს სწორი და გონივრული გადაწყვეტილება და ძლიერი ნაბიჯია" - წერს ბაიდენი.