Wizz Air-მა ქუთაისიდან ფრენების ნაწილი ისევ გააუქმა

გამოქვეყნდა:

კომპანია Wizz Air ქუთაისიდან 2021 წლის ზაფხულის ფრენების ნაწილს ისევ აუქმებს. როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდისთვის ხდება ცნობილი, გაუქმებულია ფრენები ვენის მიმართულებით. 

ავსტრიაში მოგზაურობის მსურველები გვიყვებიან, რომ კომპანიამ ჯერ აპრილსა და მაისში, შემდეგ კი ივნისში დაგეგმილი ფრენები გაუუქმა. ისინი ახლა კომპენსაციის მოლოდინში არიან. 

მანამდე კი, ამავე საკითხზე 2 თვის წინ, 18 მარტს ვწერდით - მაშინ კომპანიაში განმარტავდნენ, რომ ფრენების გაუქმების მიზეზი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული საერთაშორისო შეზღუდვები და ევროკავშირის რეგულაციებია. მაშინ კომპანიამ ფრენები იტალიისა და გერმანიის ქალაქების მიმართულებით შეაჩერა.

მანამდე კი, 4 მარტს, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, რომ Wizz Air-ი მარტის ბოლოდან ქუთაისის აეროპორტში ფრენებს მარტის ბოლოდან აღადგენდა.

ამის შემდეგ კი, უკვე აპრილის შუა რიცხვებში, კომპანიამ რეგულარული ავიარეისები მხოლოდ ორი, ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით განაახლა. 

​​​​​​​მაისიდან კი, სამოქალაქო აქვიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ფრენები უნდა აღდგეს რიგის, დორტმუნდის, კატოვიცესა და გდანსკის მიმართულებით. ცნობილი ხდება ისიც, რომ ივნისიდან Wizz Air პირდაპირი ფრენებს ევროპის კიდევ 13 მიმართულებით განაახლებს.

როდის და რატომ ჩაიკეტა საქართველოს ცა

საქართველოს ცა კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, ჯერ კიდევ 2020 წლის გაზაფხულზე ჩაიკეტა. თავდაპირველი ინფორმაციით, საქართველოს ცა მაისის ბოლოდან უნდა გახსნილიყო. ამის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მიმართულებით საერთაშორისო ფრენები 1 ივლისიდან უნდა განახლებულიყო, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით ეს თარიღი კიდევ ერთი თვით, პირველ აგვისტომდე გადავადდა. ამის შემდეგ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების დაწყების თარიღად ჯერ 1-ელი სექტემბერი, შემდეგ კი 1-ლი ოქტომბერი დაასახელა. 

გასული წლის 30 ივნისს, ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურმავამ თქვა, რომ რეგულარული ფრენების დაშვებას ეპიდემიოლოგიური კატასტროფა მოჰყვებოდა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი