საბერძნეთში 20 წლის გოგოს მკვლელობაში ქართველების მონაწილეობა არ დასტურდება. განცხადება გაავრცელა საქართველოს საელჩომაც. დიპლომატიური მისიის ინფორმაციით, ბრიტანელი კაროლაინ კრაუჩის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე არ დაუკავებიათ.

ბერძნულ მედიაში კი ამ დღეების განმავლობაში აქტიურად საუბრობდნენ ქართველის შესაძლო მონაწილეობაზე, თუმცა გუშინ უკვე განაცხადეს, რომ მკვლელობასთან არ იკვეთება საქართველოს მოქალაქის შესაძლო მონაწილეობა.

დეტალების დასაზუსტებლად "მთავარმა არხმა" ათენის პოლიციის ოფიცერთა კავშირის ხელმძღვანელთან ჩაწერა ინტერვიუ. გიორგოს კალიაკ-მანისმას თქვა, რომ 20 წლის გოგოს მკვლელობასთან საქართველოს მოქალაქის კავშირი არ იკვეთება.

"ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სახლში 3 ნიღბიანი შეიჭრა. ისინი შეიარაღებულები იყვნენ სასტიკად აწამეს ახალგაზრდა ცოლქმარი, გოგო გარდაცვალა. საქმის დეტალებზე ვერ ვსაუბრობ, აქვს თუ არა კავშირი კაროლაინ კარუჩის მკვლელობასთან საქართველოს მოქალაქეს ამის თქმაც ჯერ ჯერობით შეუძლებელია", - თქვა მან.

მან დაადასტურა, რომ 2 დღის წინ ბულგარეთის საზღვართან ნამდვილად დააკავეს საქართველოს მოქალაქე, 36 წლის კაცი, რომელიც გაქცევას ცდილობდა. მისი იდენტიფიცირების შემდეგ გაირკვა, რომ ის 2 სხვა პირთან ერთად მარტში მომხდარ ძარშვაში მონაწილეობდა. 

ორივე საქმესთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი