საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ "ასოცირების ტრიო" ჩამოაყალიბეს

გამოქვეყნდა:

საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ახალი კავშირი "ასოცირების ტრიო" ჩამოაყალიბეს. კიევში გამართულ შეხვედრაზე პარტნიორი ქვყენების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი ოფიციალურად მოაწერეს.

"ასოცირების ტრიოს" შექმნით მხარეები ასოცირების შეთანხმებებით აღებულ ვალდებულებების შესრულებასა და ევროინტეგრაციის საბოლოო მიზნის მისაღწევად ქვყენებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე თანხმდებიან.

ასევე ცნობილია რომ "ასოცირების ტრიოს" სამივე ქვეყანა, ევროპასთან მეტი დაახლოების, პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართულებით ერთობლივ სამუშაოებს ჩატარებენ.

სამეულს ტრიოს ჩამოყალიბებას ულოცავს ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი. "მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროკავშირის გზაზე 2027 წლისთვის" - წერს კუბილიუსი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი