
ბათუმის საქალაქო სასამართლოში საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული უკრაინის ორი მოქალაქისა და მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრის მიხეილ ბატურინის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სასამართლო დღეს მტკიცებულებების განიხილავს. მოსამართლე ექსპერტებს მოუსმენს. დაცვის მხარე ამბობს, რომ მეზღვაურები ხელისუფლების მძევლები არიან, რადგან ისინი თავისუფალი გადაადგილების უფლებით სარგებლობდნენ, თუმცა, მიხეილ სააკაშვილთან ნაცნობობის გამო ისჯებიან.
"ექსპერტ-კრიმინალისტების ჩვენებები ფაქტობრივად თანხმდება ჩვენს პოზიციას, რომ არავითარი დოკუმენტის გაყალბებას, ან რაიმე სახის კრიმინალურ ქმედებას ხომიჩის, ბატურინისა და დიაჩენკოს მიერ ადგილი არ ჰქონია. მათი დოკუმენტაცია არის სრულიად კანონიერი, არავითარი სიყალბე ამ დოკუმენტაციაში არ არის და რაიმე ისეთი კვალი იახტაზე აღმოჩენილი არ არის, რაც რაიმე სავარაუდო დანაშაულის ნიშნებზე მიანიშნებდა", - თქვა ბექა ბასილაიამ.
ცნობისთვის, ბათუმის სასამართლოში ორი დღეა მიმდინარეობს მეზღვაურების სასამართლო პროცესი, გუშინ სასამართლომ ბრალდების მხარის მოწმეებს მოუსმინა.
უკრაინელი მეზღვაურები და მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი 28 ნოემბერს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში დააკავეს.
ამავე თემაზე: