5 წელი გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან | ხელისუფლება მკვლელის დასასჯელად არაფერს აკეთებს

გამოქვეყნდა:

გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობიდან დღეს 5 წელი შესრულდა. სწორედ 19 მაისს, საოკუპაციო ხაზზე ჩაცხრილეს ოკუპანტებმა 30 წლის მამაკაცი, რის გამოც დასჯილი ჯერჯერობით არავინ არის.

ქართულმა მხარემ ფორმალური გამოძიებაც ჩაატარა, სასამართლოც გაიმართა და დამნაშავე ძებნილადაც არის გამოცხადებული, მაგრამ ყველამ იცის, რომ რაშიდ კანჯი ოღლი, ეგრეთ წოდებული რუსი მესაზღვრე, ამ დრომდე მშვიდად აფარებს თავს ოკუპანტ ქვეყანას.

ოფიციალური თბილისი კი ოთხოზორიას მკვლელობის დღესაც კი არავითარ ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებს და არც კი მოითხოვს მკვლელის გადმოცემას.   

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი