აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ დაახლოებით ერთ წელიწადში საჭირო იქნება კორონავირუსის საწინააღმდეგო მესამე, გამაძლიერებელი ვაქცინა.
ფაუჩის აზრით, ორ თვეში ამის თაობაზე უფრო დამაჯერებლად იქნება შესაძლებელი საუბარი, თუმცა დღევანდელი მონაცემებით, ვაქცინაცია ადამიანს ვირუსისგან მინიმუმ 6 თვის განმავლობაში იცავს და ეს საკმარისი დრო არ არის.
"მე ვფიქრობ, რომ ჩვენ თითქმის აუცილებლად მოვითხოვთ გამაძლიერებელ დოზას პირველადი ვაცქინის მიღებიდან ერთ წელში", - თქვა მან.
გამაძლიერებელი დოზის აუცილებლობის შესახებ ცოტა ხნის წინ კომპანია Pfizer– ის აღმასრულებელმა დირექტორმა ალბერტ ბურლამაც ისაუბრა.