ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, შესაძლოა პარასკევს შედგეს - მედია

გამოქვეყნდა:

The wall street journal-ის ინფორმაციით, ისრაელსა და რადიკალურ ტერორისტულ დაჯგუფება ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შესაძლოა პარასკევს 21 მაისს შედგეს. გამოცემა ინფორმაციას მოლაპარაკებებში ჩართულ ადამიანებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, პროცესებში ჩართულმა ეგვიპტელმა ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ჰამასის ლიდერებთან მოლაპარაკებებისას წინსვლას მიაღწიეს. ისრაელის სამხედრო ძალებში კი აღიარებენ, რომ ისინი ახლოს არიან ღაზის სექტორში დასახული ყველა მიზნის შესრულებასთან.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ბრიტანული გამოცემა BBC-ც. მათი ინფორმაციით, პალესტინის სამხედროების უფროსმა თქვა, რომ ისრაელსა და ღაზას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას "ერთ-ორ დღეში ელის".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი