სიურპრიზად შემოგვთავაზეს, რომ აპირებდნენ ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევას - ნიკა მელიას ადვოკატი

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას მომავალი სასამართლო პროცესი 25 მაისს ჩაინიშნა. პროცესის გადადების მიზეზი დაცვის მხარის შუამდგომლობა გახდა. პროკურატურამ პროცესზე ვიდეომტკიცებულებები წარადგინა, ადვოკატ, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით კი, ეს წინასწარ არ იცოდნენ და სათანადოდ მომზადების საშუალება არ ჰქონდათ.

"ბოლო წუთამდე არ გვაცნობეს რომელი მოწმეების მოყვანას აპირებდნენ და დღეს სასამართლო პროცესზე სიურპრიზად შემოგვთავაზეს, რომ აპირებდნენ ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევას. რაც იყო შესაბამისად შეთანხმების დარღვევა. არის მრავალსაათიანი ვიდეო მასალა, დაცვის მხარეს, რა თქმა უნდა, უნდა მოგვცემოდა შესაძლებლობა, რომ სათანადოდ, ჯეროვანი დაცვის განსახორციელებლად გაგვეარა წინასწარ ეს ვიდეომასალა და მოვმზადებულიყავით შესაბამისი განმარტებიბისათვის", - თქვა გიორგი კონდახიშვილმა. 

პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, დაცვის მხარეს მოწმის ვინაობა იმიტომ არ შეატყობინეს, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესის დაწყება ვიდეოჩანაწერების დემონსტრირებით გადაწყვიტეს. 

ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევა შემდეგ პროცესზე დაიწყება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი