თეა წულუკიანმა ინფორმაციაც არ მიაწოდა სახელმწიფო ინსპექტორს - პირადი მონაცემების გასაჯაროების საქმე

გამოქვეყნდა:

ნიკა გვარამიას პირადი ინფორმაციის გასაჯაროებისთვის თეა წულუკიანს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. გადაწყვეტილება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მიიღო. 

ლონდა თოლორაიას უწყება კანონდარღვევას "ქართული ოცნების" მაშინდელი დეპუტატის 2 თებერვლის საჯარო განცხადებაში ვერ ხედავს

"რეალურად ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რომ სახელმწიფო ინსპექტორმა პასუხისმგებლობა არ დააკისრა თეა წულუკიანს ნიკა გვარამიას პერსონალური მონაცემების გავრცელების ფაქტზე. უბრალოდ ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ თეა წულუკიანმა აი ამ წარმოების პროცესში ინფორმაციაც კი არ მიაწოდა სახელმწიფო ინსპექტორს, მიუხედავად წერილობითი მოთხოვნისა. ანუ თავად არ სცა მაშინ პარლამენტის წევრმა და ახლა უკვე მინისტრმა სახელმწიფო ორგანოებს პატივი, მაგრამ მიუხედავად არც ამ ფაქტზე მოახდინა სახელმწიფო ინსპექტორმა რეაგირება. ცხადია. რომ ლოგიკურია ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით რომ ჩვენ არ მოველოდით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისგან ხელისუფლების ისეთი მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ რეაგირებას, როგორიც არის თეა წულუკიანი",- თქვა ადვოკატმა  დიტო საძაგლიშვილმა

ადვოკატი არათანაბარ მიდგომებსა და შერჩევით სამართალზე ამახვილებს ყურადღებას.

"ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება ძალიან ცუდ პრაქტიკას დაუდოს სათავე, როდესაც დეპუტატები გათავისუფლებული იქნებიან სხვა კერძო პირების პერსონალური ინფორმაციის გავრცელების ფაქტზე და იმავე ქმედებაზე სხვა არათანამდებობის პირებს დაეკისრებათ პასუხისმგებლობა",- აღნიშნა საძაგლიშვილმა.

ნიკა გვარამიას პირადი ინფორმაციის გასაჯაროება - თეა წულუკიანს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი