reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 26-27 მაისს ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროს ეწვევა.
შეგახსენებთ, ისრაელმა და "ჰამასმა" ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს.
ახლო აღმოსავლეთში პროცესების ესკალაცია 10 მაისიდან, მას შემდეგ დაიწყო, რაც ღაზას სექტორიდან იერუსალიმის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, საპასუხოდ კი ისრაელმა ღაზას სექტორში "ჰამასის" ობიექტებზე იერიში მიიტანა.