ენმ-ს ოფისში ნიკა მელიას ელოდებიან - პარტიაში კონსულტაციები განახლდება 

გამოქვეყნდა:

ენმ-ს ოფისში პარტიის თავმჯდომარეს ელოდებიან. ნიკა მელია, რომელიც უკრაინიდან გვიან ღამით დაბრუნდა, პარტიის ოფისში ცოტა ხანში მივა და გაგრძელდება კონსულტაციები - უნდა შევიდეს თუ არა მთავარი ოპოზიციური ძალა პარლამენტში.

გარდა ამისა, ენმ-ს წევრების ინფორმაციით, შეხვედრები დაიწყება რეგიონებშიც, სადაც მათი ყველა წარმომადგენლის აზრს მოისმენენ და გადაწყვეტილებასაც საერთო კონსენსუსის საფუძველზე მიიღებენ.

ენმ-ში, ნაწილი თვის რომ პარლამენტში უნდა შევიდნენ, ნაწილი კი ამის წინააღმდეგია. გარდა ამისა, როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ამ საკითხზე, დაწყებულია კვლევები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი