
გორში მომხდარ დაჭრაში ბრალდებული დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, 1972 წელს დაბადებულმა დ.ა -მ ქალაქ გორში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობი - 1958 წელს დაბადებულ ვ.კ. ცივი იარაღის გამოყენებით ზურგის არეში დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში მოათავსეს, პოლიციამ კი დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 3 -დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.