მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პროტესტს ანგარიში გაუწიონ - ოპოზიცია ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე

გამოქვეყნდა:

ოპოზიციის წარმომადგენლები ნამახვანჰესის საწინააღმდეგოდ შეკრებილ აქტივისტებს მხარადაჭერას უცხადებენ და ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ რიონის ხეობის მცველების მოთხოვნები გაითვალისწინონ. მათივე თქმით, ხელისუფლებამ დროულად უნდა შეიმუშავოს გეგმა, რომლითაც ქვეყანა ენერგოდამოუკიდებლობას მოიპოვებს.

"ჩვენ ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ ამ ადამიანების პროტესტს გაუწიოს ანგარიში, სამართლიან მოთხოვნას გაუწიოს ანგარიში, გადააყენონ კორუმპირებული მინისტრი თურნავა და ამავდროულად წარმოგვიდგინონ გეგმა, როგორ უნდა მივდიოდეთ ენერგოდამოუკიდებლობისკენ", - თქვა გიორგი ხვედელიანმა.

დღეს, 23 მაისს რესპუბლიკის მოედანზე რიონის ხეობის მცველები და მათი მხარდამჭერები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები რეგიონებიდან თბილისში ავტოკოლონებით ჩამოვიდნენ.

დღევანდელ აქციაზე რიონის ხეობის მცველებმა, ახალი მოთხოვნა დააყენეს - აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვისაც მონაწილეობა აქვს მიღებული და ხელი აქვს მოწერილი ნამოხვანჰესის კონტრაქტისთვის. გოლეთიანმა ნათია თურნავასა და გიორგი გახარიას გვარები დაასახელა

ამავე თემაზე:

თუ ხვალ 12 საათამდე არ იქნება გადაწყვეტილება, მოვახდენთ დედაქალაქის პარალიზებას - ულტიმატუმი ხელისუფლებას 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი