"ვაღიარებ მინსკში მასობრივი არეულობების ორგანიზების ფაქტს" | უცხოური მედია დაკავებული ჟურნალისტის მიმართვას ავრცელებს

გამოქვეყნდა:

ბელარუსის სამთავრობო მედიასაშუალებები და უცხოური მედია დაკავებული ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის მიმართვას ავრცელებენ. ვიდეოში ბელარუსის საპროტესტო Telegram არხის NEXTA-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი საჯაროდ აღიარებს, რომ ის მასობრივი არეულობების ორგანიზებაში მართლაც მონაწილეობდა. 

დილა მშვიდობისა, მე რომან პროტასევიჩი ვარ. გუშინ, მინსკის ეროვნულ აეროპორტში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დამაკავეს. მე ახლა მინსკის პირველ საპყრობილეში ვარ. შემიძლია გითხრათ, რომ ჯანმრთელობის პრობლემები არ მაქვს, მათ შორის გულის და სხვა ორგანოების. თანამშრომლების დამოკიდებულება ჩემს მიმართ კარგი და კანონის შესაბამისია. ვაგრძელებ გამოძიებასთან თანამშრომლობას და ვაღიარებ მინსკში მასობრივი არეულობების ორგანიზების ფაქტს" - ამბობს პროტასევიჩი გავრცელებულ ვიდეოში. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი