ნიკა მელიას საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში დღეს გაგრძელდება

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში დღეს, 25 მაისს გაგრძელდება. დღევანდელ პროცესზე ვიდეო მტკიცებულებებს გამოიკვლევენ, რომელსაც ბრალდების მხარე წარადგენს. ჯერჯერობით უცნობია, რას ასახავს ეს კადრები.

სხდომას ნიკა მელია არ დაესწრება, რადგან ის პროცესიდან მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გააძევა.

20 ივნისის საქმეზე "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს გამოძიება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი