შოკისმომგვრელია, რომ დასავლეთი ბელარუსში მომხდარს შოკისმომგვრელს უწოდებს - ზახაროვა

გამოქვეყნდა:

"შოკისმომგვრელია, რომ დასავლეთი ბელარუსში მომხდარს შოკისმომგვრელს უწოდებს" - ასე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა ბელარუსში რეისის მინსკში იძულებით დასმას.

"ან ყველაფერი შოკისმომგვრელი უნდა იყოს: დაწყებული შეერთებული შტატების მოთხოვნით, ავსტრიაში ბოლივიის პრეზიდენტის თვითმფრინავის იძულებით დაშვებით და უკრაინაში მაიდნის მოწინააღმდეგე აქტივისტების ბელარუსის რეისის აფრენიდან 11 წუთში იძულებით დაშვებით ან სხვების მსგავსი ქცევა შოკისმომგვრელი არ უნდა იყოს",-წერს ზახაროვა.

გუშინ, 23 მაისს ინფორმაცია გავრცელდა, რომ ლუკაშენკოს დავალებით, ოპოზიციონერი ჟურნალისტის დასაკავებლად, მინსკში თვითმფრინავი დასვეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი