საქართველოს პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა ეწვევა

გამოქვეყნდა:

26-27 მაისს, საქართველოს პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა, მეუღლესთან, აგატა კორნჰაუზერ-დუდასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსმასახური ავრცელებს.

პოლონეთის პრეზიდენტი თავისუფლების მოედანზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა.

ვიზიტის ფარგლებში, ანდჟეი დუდა შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი