გენური თერაპიის წყალობით, უსინათლო პაციენტს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნდა

გამოქვეყნდა:

ბრმა კაცს, რომელმაც მხედველობა ნეიროდეგენერაციული თვალის დაავადების გამო ათწლეულების წინ დაკარგა, მხედველობა ნაწილობრივ ახალი ტიპის ექსპერიმენტული გენური თერაპიის წყალობით დაუბრუნდა.

58 წლის მამაკაცს 40 წლის წინ რეტინიტის პიგმენტოზა დაუდგინეს: გენეტიკური დარღვევების პროგრესირებადი, მემკვიდრეობით გადაცემული ჯგუფი, რომელიც მხედველობის დაქვეითებას იწვევს. ამ დროს ისეთი მუტაციები ხდება, რომლებიც თვალის ბადურაში არსებულ სინათლის მიმართ მგრძნობიარე ფოტორეცეპტორულ უჯრედებს ანადგურებს.

ზოგადად, რეტინიტის პიგმენტოზა (რპ) იშვიათ დარღვევად ითვლება, მხოლოდ ერთ ადამიანს აწუხებს 4000-დან, თუმცა, მსოფლიოში ამ დაავადებით 2 მილიონამდე ადამიანი იტანჯება.

ოპტოგენეტიკაში ბოლოდროინდელმა მიღწევებმა შესაძლოა ამ ადამიანებსა და მათ ოჯახებს მხედველობის დაბრუნების იმედი მისცეს. თუმცა, მკაფიოდ უნდა აღინიშნოს, რომ ეს მეთოდი ჯერ წმინდად ექსპერიმენტული ფაზაა და პრაქტიკული მკურნალობა წლების შემდეგ მოხერხდება.

► ნახეთ: გენური თერაპიის შემდეგ, უსინათლო პაციენტს მხედველობა დაუბრუნდა

პაციენტის მხედველობის დაქვეითება რპ-ს გამო ნიშნავდა იმას, რომ ის სინათლეს შეზღუდულად აღიქვამდა: მას შეეძლო სინათლის არსებობა დაედასტურებინა და სიბნელისგან გაერჩია, თუმცა, სხვას ვერაფერს ახერხებდა.

კლინიკურ ცდას PIONEER ერქვა, რისი წყალობითაც მამაკაცს ერთ თვალში ნაწილობრივ დაუბრუნდა მხედველობა. მკვლევრებმა ეს გენური თერაპიისა და თვალის მასტიმულირებელი სინათლის პულსებით მოახერხეს, რომელიც სპეციალური სათვალით მოხდა.

მკურნალობის ამ ტექნიკას ოპტოგენეტიკური მხედველობის აღდგენა ეწოდება. მკვლევართა თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პაციენტს ნეიროდეგენერაციული დაავადების შემდგომ ნაწილობრივ აღუდგინეს მხედველობა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი