არავითარ გავლენას არ იქონიებს - კონდახაშვილი მელიას პროცესის ვიდეო მტკიცებულებებზე

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი, დღეს 25 მაისს ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება. ბრალდების მხარე, იმ კადრებს წარადგენს, სადაც ასახულია 20 ივნისის მოვლენები და რომლითაც პროკურატურა აცხადებს, რომ ვიდეო კადრები, ნიკა მელიას ბრალეულობას ადასტურებს.

მელიას ადვოკატის თქმით, პროკურატურის მიერ წარდგენილი ვიდეომტკიცებულებები ბრალდების მხარესთან მიმართებაში გავლენას ვერ იქონიებს.

"ეტყობა გარკვეულ უხერხულობასთანაა სიტუაცია, არ უნდათ იმ ხალხის, მოწმეების და ბრჭყალებში დაზარალებულების მოყვანა, ვინც ფაქტობრივად ერთი და იგივეს ამბობენ და თითქოსდა ნიკა მელია რაღაც გადატრიალების ორგანიზატორი იყო. ამიტომაც მოძებნეს ხერხი, მართალია კანონით მათ ამის უფლება აქვთ, თუმცაღა მე ვერ დამისახელებთ პროცესს, სადაც იყო ასეულობით მოწმე, დაზარალებული და ბრალდების მხარე იწყებდეს მტკიცებულებების გამოკვლევას იმ ვიდეოსიუჟეტების დემონსტრირებით, რომელიც საზოგადოებას არაერთხელ აქვს ნანახი და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, არავითარ გავლენას არ იქონიებს ბრალდების თემატიკასთან",- თქვა კონდახაშვილმა.

სხდომას ნიკა მელია არც დღეს დაესწრება, რადგან მოსამართლე ნინო ჩანხნაშვილმა, ოპოზიციური პარტიის ლიდერი, სასამართლო დარბაზიდან გააძევა.

20 ივნისის საქმეზე "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს გამოძიება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი